ყოფილი ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი ნავთობკომპანიის CEO გახდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროყოფილი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის გენერალური დირექტორი გახდა. თავდაპირველად ინფორმაცია ბიემჯიმ გაავრცელა.
კომპანია Italiana Petroli 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, SOCAR-მა შეიძინა.
ცნობისთვის, 17 თებერვალს ყოფილი ვიცეპრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. უწყების დატოვების შემდეგ დავითაშვილმა თქვა, რომ “განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი” და “ასევე განვიხილეთ მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება”.
განვიხილეთ საქართველოს გაზმომარაგების საკითხი – დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე
მას მალევე უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლის მიხედვითაც, “დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა”.
სუს განმარტავს, რომ დავითაშვილი გამოკითხვაზე იყო და არა შეხვედრაზე – “რამე რომ განეხილა”
ამის შემდეგ დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა, 18 თებერვალს კი ბიემჯისთან კომენტარში თქვა, რომ დაგეგმილი ვიზიტის ჰქონდა და “კვირის ბოლოს” ბრუდნებოდა.