არქივი9 თებერვალი, 2025, 16:12
ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას, სწორედ ეს ამხილა ამ დღეებში აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას. პაპუაშვილი პოსტს ურთავს საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
„ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას. სწორედ ეს ამხილა ამ დღეებში აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ USAID და შვედეთის მთავრობა აფინანსებენ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.