არქივი17 დეკემბერი, 2024, 00:38
"ყოველთვის ისეთი შტერი იყო.." - რას წერს ეკა კვესიტაძე პირველი არხის წამყვანზე

საინფორმაციო გადაცემების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში პირველი არხის ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს შტერი უწოდა (იხილეთ ფოტო), რასაც ცინცაძემ შემდეგი პასუხი გასცა:
"კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ", - პასუხობს ცინცაძე კვესიტაძეს.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.