ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას
ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. იცით, რომ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით, შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდ ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების ძირითადი უფლებების განვითარებას და სხვათა შორის, ეს აქტები უკავშირდებოდა პირველ რიგში საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო. რაც არის აღნიშნული ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით