არქივი14 მარტი, 2024, 10:11
ყირგიზეთის პარლამენტმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონი მიიღო
ყირგიზეთის პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
ახალი კანონი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო: მომხრე – 66, წინააღმდეგი – 5.
კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას ითვალისწინებს.
კანონის თავდაპირველი ვერსია რიგ შემთხვევებში პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა 20 თებერვალს კანონპროექტიდან ხსენებული მუხლი ამოიღეს.
დამოუკიდებელი ყირგიზი ჟურნალისტების თქმით ახალი კანონი თითქმის ანალოგიურია რუსეთში მოქმედი კანონისა, მსგავსების წილი 69.2%-ს შეადგენს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.