არქივი13 იანვარი, 2024, 09:42
„ყინვა გაძლიერდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი“ – ქვეყნის მასშტაბით, ამინდი გაუარესდება
დღეიდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული.
14 და 15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. 15 იანვრიდან სინოპტიკოსები უნალექო ამინდის და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.