ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით

ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით
ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და ის, რაც მათ სურთ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ, რასაც მხარს უჭერენ, უნდათ, რომ ეს იყოს რეალობა. სინამდვილეს ქართველი ხალხი ხედავს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრულად გარედან წახალისებული ძალადობის და რადიკალიზმის ტალღა, რომელიც მათ სურთ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და თავისი წარმოსახვა უნდათ, რომ რეალობად წარმოაჩინონ.
„რაც შეეხება არჩევნებს, ყველაზე ბოლო გამოკითხვებით, რომელიც Le Figaro-ს მიერ ჩატარდა, საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო