„ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ“ – ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სასამართლოზე

„ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ“ – ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სასამართლოზე
„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც დამაკავეთ, მინდა გესმოდეთ, არ არსებობს არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს იყო ჩემი პარტიის, ჩემი დაპირება”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
`მე ამის უფლება მაქვს, სახის ძვლები დამიმტვირეს -14 თვეა გასული. ჩემ გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი – ერთი ადამიანი მაინც არის დასჯილი?!
არ მაქვს უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, მიიღებენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯილდოს?
სადმე ნახეთ, რომ მე ყურში რამეს ვეუბნებოდი? ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს? ათასობით ადამიანმა გააზიარა ჩემი ეს დაპირება – დაიჭირეთ მაშინ ისინიც. გააჟღერეს იგივე პოლიტიკოსებმაც და საზოგადოებამ.
ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან. რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?
აქ ზის ჟურნალისტი ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“
მე გეტყვით, ეს სიტყვათა წყობა საიდან გაჩნდა – 13 წელია ვებრძვი კორუფციას. პროპაგანდას უნდა, თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა. დაწერეს „ქრთამი“ – არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც „ქრთამია“!
ვინ მასამართლებს, ვინც 5 მილიონს დაპირდა თითოეულ სოფელს! კაცმა, რომელმაც სესხი გადუხადა ხალხს – ეს არ ყოფილა ქრთამი…
ჩემთვის ქრთამი პატიმრობაზე შეურაცხმყოფელია, ამიტომ ჩაწერეთ ქრთამი…
მშვიდობიანი დამხობა არის ის, რაც მოხდა სომხეთში; ის, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში – რეჟიმი დაემხო, წავიდა სახლში და ჩაი დალია…
ბუნებაში არ არსებობს ქმედება და პატიმრობაში მიშვებთ?! სახლში რომ მიხვალთ, თქვენს თავთან თქვით, პოლიტიკური განცხადების გამო კაცი გავუშვი ციხეში…
ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე.
გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმის შვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!
ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე“ -თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე.
მისი სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზმა ტაში დაუკრა, რის შემდეგაც მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სხდომა დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გააძევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს