ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ მოიგო[VIDEO]

ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და დუბლი შეასრულა.
"ჩაკვე" 84-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.2, sofascore 8.2, flashscore 8.1.
უოტფორდი - სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კაიემბე (47), 2:0 ენდრიუსი (49), 3:0 კაიემბე (73)
გენაცვალე გიო!
ეს სეზონო ჩაკვესი იქნება, დაიმახსოვრეთ. თან საფეხბურთო ინტელექტი
ხომ უმაღლესი აქვს და პლიუს, ინგლისში კიდევ უფრო გაიზრდება, ამ ბიჭის დაკარგვა, როგორც ფეხბურთელის, უდიდესი ტრაგედია იქნებოდა, და არა მარტო ქართველებისთვის.
დიდება საქართველოს!
ისე ათამაშდნენ ბიჭები 4-3-3 და პირველ ნომრად თამაშის დრო ხომ არ დადგა? იქნებ ერთა ლიგაზე მოესინჯა ვილის ეს სქემა. მამარდაშვილი-კაკაბაძე,კაშია,დვალი,აზაროვი (ლოჩოშვილი),-კიტეიშვილი,ქოჩორაშვილი,ჩაკვეტაძე-დავითაშვილი,მიქაუტაძე(ზივზივაძე),კვარაცხელია.ამ შემადგენლობით 4-4-2 და სხვა შემტევი სქემებიც გამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.