ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ მოკავშირეებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ, რათა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. აღნიშნული განცხადება პოლონელმა თავდაცვის მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის გახსნის დროს გააკეთა. კოსინიაკ-კამიშმა ასევე გააფრთხილა ევროპელი მოკავშირეები, რომ „დამოუკიდებელი უკრაინის პოტენციურმა კრახმა შესაძლოა კატასტროფული შედეგი იქონიოს ევროპის უსაფრთხოებისათვის. ხოლო ასეთი განვითარება ევროპაში სამხედრო საშუალებებით თავიანთი მიზნების მიღწევისკენ წაახალისებდა არა მხოლოდ პუტინს, არამედ მსოფლიოს სხვა რეჟიმებსაც“.
უკრაინამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია, გახდეს ნატოს წევრი. ნატოს ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, დაჟინებით მოითხოვს უკრაინისათვის მიწვევის მიღებას ალიანსის წევრობისთვის, თუმცა აღიარებენ, რომ ომის ვითარებაში იგი ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მომდევნო ათწლეულში შეძლებს.
Financial Times-ი, უცნობ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2025 წლის იანვარში თანამდებობის დატოვებამდე, შესაძლოა დათანხდეს ნატოში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის სტატუსის შეცვლას. ცნობას "ფაინენშელ ტაიმსზე" დაყრდნობით უკრაინული გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" ავრცელებს.
გასულ წელს ბაიდენი აცხადებდა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზად არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.