ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა

ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებული სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო, მედიასთან გამოეხმაურა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა. „ბოლო პერიოდში, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, მაგრამ იმ აღქმებში, რომელსაც ფსევდოლიბერალები აჟღერებენ, საქართველოს ყოველთვის უკან აყენებენ და აცხადებენ, თითქოს ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა. ეს ერთი მხრივ მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა და მეორე მხრივ, იმის აღიარება, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აუმჯობესებს პოზიციებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები