ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა

ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა
ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს ასევე ადასტურებენ უცხოელი პარტნიორები.
„რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები.
ამას მოწმობს საერთაშორისო ინდექსები, ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა.
ყოველ ჯერზე, მორიგი დასტური ქვეყნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება