ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა თანამედროვე სერვისებზე – რევაზ სოხაძე

ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა თანამედროვე სერვისებზე – რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის - ათეულობით საფეხბურთო ე.წ. ტექნიკური ცენტრის პროექტის განხორციელება.
რევაზ სოხაძის თქმით, მთავრობის პოზიციაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდეს თანაბარი წვდომა თანამედროვე სერვისებზე, მათ შორის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური კომპლექსები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონების თანაბარ განვითარებას. ეს ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.