ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება

ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება.
„ეს არის, სინამდვილეში, „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო