ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება - ევროკომისიის სპიკერი

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება - ევროკომისიის სპიკერი

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, - ამის შესახებ POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა.
„ევროკავშირი-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის პრევენციის უზრუნველყოფა.
შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მოვლენების შემთხვევაში, ასევე, საქართველოში დემოკრატიის შემდგომი უკუსვლის შემთხვევაში“, - განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა გამოცემა POLITICO-ს.
ცნობისთვის, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ე.წ. „რუსული კანონი” მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.