ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ვემორჩილებოდი – მღებრიშვილის ჩვენება სასამართლოზე

ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ვემორჩილებოდი – მღებრიშვილის ჩვენება სასამართლოზე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოსმა, დღეს თქვა ის, რასაც თემურ ჯანაშიას ადვოკატები წლებია ამტკიცებენ.
მღებრიშვილი, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახური 2014-2015 წლებში 9 თვის განმავლობაში ებარა, ამბობს რომ ყველა დავალებას, რომელიც პრეზიდენტებისგან და მინისტრებისგან უწყებაში მიდიოდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლებოდა. ფაქტობრივად ამ ჩვენებით დადასტურდა, რომ ჯანაშიას მიმართ არსებული ბრალი აბსურდია
დღეს დაცვის მხარის ადვოკატებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შეფს გაახსენეს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, ასევე ივანიშვილ-ღარიბაშვილის პერიოდი და პირდაპირ ჰკითხეს, ახსენდება თუ არა რომელიმე განკარგულება ან ბრძანება, რომელიც ქვეყნის პირველ პირს გაუცია და მას უარი უთქვამს ამის შესრულებაზე, ან ხომ არ გაუგია რომელიმე ბრძანება სხვა ხელმძღვანელის პერიოდში რომ არ შესრულებულიყო, რაზეც მღებრიშვილმა ღიად თქვა მოსამართლის პირისპირ, რომ პრეზიდენტებისა და პრემიერების განკარგულებები და ბრძანებები უსიტყვოდ სრულდება.
ცნობისთვის, თემურ ჯანაშიას, სწორედ გაცემული განკარგულებების შესრულებას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს