ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველაფრის მოლოდინი მაქვს - ცოტნე მირცხულავას პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ

ყველაფრის მოლოდინი მაქვს - ცოტნე მირცხულავას პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ

პარტია “ახალის“ წევრს ცოტნე მირცხულავას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც მირცხულავა ამბობს, დღევანდელი მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მოლოდინიც შესაბამისი აქვს.

მისი თქმით, პროცესი სამშაბთს ჩაინიშნა და მაშინ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

თუმცა, მირცხულავა აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს და ყველა წინაღობის მიუხედავად იბრძლებს, ვიდრე არ გაიმარჯვებს.

მითხრეს, რომ სამშაბათს ჩაინიშნება პროცესი, მოლოდინი დღევანდელი მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივია, რაც დანერგა “ქართულმა ოცნებამ“ და რა ტენდენციაც შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფრის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი და მიზანი არის ის, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ და იქამდე ვაპირებ ბრძოლას, სანამ არ გავიმარჯვებთ. არ ვიცი, მოლოდინი და რეალობა ყოველთვის აცდენილია ერთმანეთთან და მიზანი შედეგს არ ამართლებს. დაველოდები, პროკურატურის შუამდგომლობა რა იქნება, როგორ იქნება და იქიდან გამომდინარე, მივიღებ ჩემთვის პრაგმატულ და გონივრულ გადაწყვეტილებას, - განაცხადა მირცხულავამ.

  • გამოძიება 2 წლის შემდეგ -  საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
  • საქმე ეხება ნიკა მელიაზე თავდასხმას.
  • უწყების ცნობით, სამივე მათანს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.