ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს –

„ყველაფრის მკადრებელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, მაშინ, როცა ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმესთან მის კავშირზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისეთი ადამიანების დრო, რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს გამოჩნდა კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელმაც საკუთარი ჯარი გაძარცვა, უნდა დასრულდეს.
„ევროპელი პენსიონერების მძარცველი, რომელიც ქურდად ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდა, როდესაც გაძარცვა საკუთარი ჯარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია. ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს. გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, „ქართული ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში მოვა, მათ სამართლებრივ განაჩენსაც დაახვედრებს აუცილებლად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები