პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას არ მიეცეს შესაძლებლობა, შიდა საქმეებში ჩაერიოს – ზარქუა

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას არ მიეცეს შესაძლებლობა, შიდა საქმეებში ჩაერიოს – ზარქუა

ირაკლი ზარქუას თქმით, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს.
„რეალურად, რისთვისაც არსებობენ, მათი ფუნქცია-მოვალეობაა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, კულტურული და ეკინომიკური საქმიანობები უფრო მყარი გახადონ, მათ შორის თუ არის გარკვეული გაუგებრობები, აღმოფხვრან. ეს არის საელჩოების და ელჩების დიპლომატიური მისია. გვქონდა პირდაპირი მცდელობები, რომ მოეხდინათ რევოლუცია და აეტრიალებინათ ტყუილი და სიცრუე. ამასთან დაკავშირებით უმრავი თანხა იხარჯებიდა და იხარჯება. ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას მომავალში არ მიეცეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ელჩი, საელჩოს წარმომადგენელი, თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით კიდევ მეტი საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.