ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“ – ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების ინიციატივით მან თავად მიმართა რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს::
“მე რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე წინადადებით რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო-2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მან პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და აღებინებია ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა- ვინ იქნება შემცვლელი? იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლით. ის უნდა დაბრუნებულიყო. გიორგი დაბრუნდა, იანვარში დაუსრულდა იქ მუშაობის ვადა და ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. ” აღნიშნა აბაშიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.