ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება – მიხეილ ყაველაშვილი

მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს გამთლიანება დიპლომატიითა და მშვიდობიანი გზით მოხერხდეს.
„უკვე სამ ათეულ წელს ითვლის ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა; დაკარგული ტერიტორიების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე