არქივი29 ივნისი 2025, 12:09
ყველაფერი რაც ვარ და ის ყველაფერი რაც ვიქნები, ღმერთის დამსახურებაა… – ილია თოფურია მოგებული ბრძოლის შემდეგ

პირველ რიგში, ღმერთს მინდა, მადლობა გადავუხადო. ყველაფერი, რაც მაქვს, ყველაფერი რაც ვარ და ის ყველაფერი რაც ვიქნები, ღმერთის დამსახურებაა, – განაცხადა UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ. ეს კომენტარი მან ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ გააკეთა.
„დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა. აქ ახლა ბევრი მშიშარა იმყოფება. არ ვიცი, ვინ არის ჩემთვის მზად, მაგრამ მე აქ ვარ“, – აღნიშნა თოფურიამ.
ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. მან ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.