,,ყველაფერი, რასაც რეჟიმი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე აკეთებს მიუთითებს თემიდან ივანიშვილის გაყვანის გეგმაზე“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ყოფილი პროკურორი, ნათია მეზვრიშვილი:
,,ყველაფერი, რასაც რეჟიმი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე აკეთებს მიუთითებს თემიდან ივანიშვილის გაყვანის გეგმაზე. „ოცნების“ მიზანია, წაშალოს და გაანადგუროს ყველაფერი, რაც თავდასხმის შეკვეთილ და ორგანიზებულ ხასიათზე და თვალთვალით და ჩასაფრებით მის განხორციელებაზე მიუთითებს.
ამაზე მეტყველებს საქმის კვალიფიკაცია, მტკიცებულებების (პირველ რიგში, კამერის ჩანაწერების) დამალვა და ის ფაქტი, რომ თითქმის ორი კვირის თავზე გამოძიებას არაფერი აქვს გაკეთებული.
მიუხედავად იმისა, რომ გზადაგზა ყველაფერს ანადგურებენ და სიმართლის დამალვას ცდილობენ, დასადგენი უკვე დადგენილი გვაქვს და ამ მცდელობებიდან არაფერი გამოვა. დამკვეთი – ივანიშვილი! ამსრულებლები – თავდამსხმელებთან ერთად სუს-ი, პოლიცია, შერატონ ბათუმი და ახლა უკვე პროკურატურა.“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა