ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან – კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე

ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან – კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებას “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”. მისი თქმით, ის ამ საკითხს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილავს.
“თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას – ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა, ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებით მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.