ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველას მოვუწოდებ, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკური მიზნებისთვის ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად არ გამოიყენოს - ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, ვისაც სოციალურ მედიაზე აქვს წვდომა, ყველას მოუწოდებს, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, პოლიტიკური მიზნებისთვის ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად არ გამოიყენოს.
მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, თავშეკავება და ერთიანობაა საჭირო.
"მოვუწოდებ ყველას, რომ არ გამოიყენონ ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ეს მოწოდება ეხება ყველას, პოლიტიკოსებს, მედიას, მოქალაქეებს, ვისაც წვდომა აქვს სოციალურ მედიაზე, რადგან ასეთ სიტუაციაში ჩვენ უპირველეს ყოვლისა თავშეკავება და ერთიანობა გვჭირდება", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.