ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.
„დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი, აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენიო სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე.
აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.