ყველამ უნდა იცოდეს, ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ – ჯო ბაიდენი

ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. აშშ არ მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას კონფლიქტისკენ. თუმცა ყველამ, ვინც შეიძლება, ცდილობდეს ზიანი მოგვაყენოს, უნდა იცოდეს: თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ “, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას და მათი ოჯახების წევრებს ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად