ყველაზე მძიმე ინციდენტი იყო, როცა წაქცეულ ადამიანს ურტყამდა სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, უნდა მოითმინოს, მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, მაგრამ ამას სისტემური სახე არ ჰქონია

ყველაზე მძიმე ინციდენტი იყო, როცა წაქცეულ ადამიანს ურტყამდა სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, უნდა მოითმინოს, მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, მაგრამ ამას სისტემური სახე არ ჰქონია
არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ ხედავთ, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას, შეეძლოთ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი, ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადაჭარბებას პოლიციელების მხრიდან სისტემური სახე არ ჰქონია.
„იყო მაგალითად შემთხვევა, ყველაზე მძიმე ინციდენტი რაც იყო, რომ წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, მან უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, -ს წარმომადგენლის ვალდებულება, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას.
მთავარია, რომ სისტემური სახე ამას არ აქვს. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ მინდა, მოგიწოდოთ ერთი რამისკენ, ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, ეს არის დაახლოებით 500 კაციანი დაჯგუფება, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ამას ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა. იყო ქვების, მძიმე ნივთების სროლა, იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, შენობაში შეჭრის მცდელობა, უტევდნენ პირდაპირ პარლამენტის ჭიშკარს.
ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელიც დაიწყო ძალადობრივმა დაჯგუფებამ. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა არ იქნებოდა არაფერი, ხომ დამეთანხმებით ამაში. ჩვეულებრივად შეეძლოთ მათ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი. ამ შემთხვევაში ხომ იცით, რომ არაფერი მოხდებოდა, ეს ხომ ზუსტად იცით, მაგრამ იყო სისტემური ძალადობა, რომელსაც არავინ გმობს, მათ შორის, უცხოელები არ გმობენ. აქედან ხომ იკითხება, რეალურად, ვის რა განზრახვა აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე, თუმცა არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ, ისინი სახელმწიფოს ძლიერებას ვერ შეარყევენ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება