ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიზნისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც დაამარცხებს დღეს რეჟიმს"

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიზნისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც დაამარცხებს დღეს რეჟიმს"

ჩვენ ვართ და ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, რომელიც ერთიანობისკენ იქნება მოწოდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიზნისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც დაამარცხებს დღეს რეჟიმს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ფორმატის მონაწილეები ვართ, რომელიც ერთობას შეეხება.  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთი სიითაც თანახმა ვართ, ამისთვის მზად ვართ და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ყველა ბოლო არჩევნებზე. ვინც მაშინ არ გვეთანხმებოდა, დღეს ამ ადამიანებისგან ვისმენთ თანხმობას და მოწოდებას ამ ერთიანობაზე. დიახ, მნიშვნელოვანია ერთიანობა.

ჩვენ ვართ და ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, რომელიც ერთიანობისკენ იქნება მოწოდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიზნისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც დაამარცხებს დღეს რეჟიმს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.