არქივი27 თებერვალი, 2024, 08:46
ყველაზე მეტი გაუქმებული გოლი - VAR-ი "რეალს" არ სწყალობს
MisterChip-ის ინფორმაციით, ლა ლიგაში VAR-ის შემოსვლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი მადრიდის "რეალს" გაუუქმეს.
"ბლანკოსი" მსგავს მდგომარეობაში 27-ჯერ აღმოჩნდა. მეორე პოზიციაზე "სევილიაა", რომელსაც 16-ჯერ ზუსტად შესრულებული დარტყმა არ ჩაუთვალეს.
3-4 ადგილებს 14-14-ით "ვალენსია" და "ატლეტიკო" ინაწილებენ. რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიელებს გოლი 11-ჯერ გაუუქმეს, რითაც მე-7 პოზიციას იკავებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.