ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია“ - ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი

„ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია“ - ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს ღონისძიების სპიკერი, ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი ბარბარა რვოძი. „მსოფლიო ტურიზმის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. საქართველო ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა და წლის თემატიკაც ტურიზმი და მშვიდობაა. ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია. ყველაფერი, რასაც საქართველოში ვნახულობ, ჩემს სახლს მახსენებს. ჩვენი ურთიერთობა იზრდება, ჩვენი საერთო ინტერესის მეშვეობით გასტრონომიასა და ტურიზმში. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. თუ დავაკვირდებით ციფრებს, მოგზაურთა რაოდენობა თითქმის 8-10 მილიონს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია და ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში“,-აცხადებს ბარბარა რვოძი.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.