პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების რეიტინგი

2023 წელს მსოფლიოში მაღალი ინფლაცია ნარჩუნდება - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალური საშუალო ინფლაცია 6.9% იქნება, რაც მართალია 2022 წლის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა მაინც ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
მომდევნო წელს გლობალური ინფლაცია დამატებით 5.8%-მდე შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია კვლავ ვენესუელაში იქნება, სადაც სამომხმარებლო ფასები 360%-ით გაიზრდება. მეორე ადგილზეა ზიმბაბვე 314%-ის ინფლაციით, მესამე ადგილს კი სუდანი იკავებს 256%-ის ინფლაციით.
საქართველო 191 ქვეყანას შორის 171-ე ადგილს იკავებს. IMF-ის შეფასებით წელს საქართველოში 2.4%-იანი ინფლაცია იქნება, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია. მეზობელ სომხეთში ინფლაცია 3.5%-ზე; აზერბაიჯანში 10.3%-ს; რუსეთში 5.3%-ზე, თურქეთში კი 51%-ზე არის პროგნოზირებული, რითიც ის მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.