ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს ალბათ არის ხვიჩა კვარაცხელია, ის არის საქართველოს სახელის ყველაზე დიდი ელჩი და ამბასადორი“

„ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს ალბათ არის ხვიჩა კვარაცხელია, ის არის საქართველოს სახელის ყველაზე დიდი ელჩი და ამბასადორი“

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს.
როგორც სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა საკონსულტაციო კომპანია "EY-ს თურქეთისა და საქართველოს ფილიალებთან ერთად მიმდინარეობს და მისი ჩამოყალიბების შემდეგ სააგენტოს ახალი აქტივობები დაიგეგმება.
ნიკა მამუკაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ძირითადი მანდატი ქართული ექსპორტის სტიმულირება და ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ წლის განმავლობაში თითქმის ყველა საერთაშორისო გამოფენებშია წარმოდგენილი დაწყებული ევროკავშირის ქვეყნებით სპარსეთის ყურის ქვეყნებით დასრულებული.
"ყველაზე დიდი ექსპორტიორი დღეს ალბათ არის ხვიჩა კვარაცხელია, ის არის საქართველოს სახელის ყველაზე დიდი ელჩი და ამბასადორი. დღეს ცნობიერება და ცნობადობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად გვეხმარება რომ საქართველოს ცნობადობის გაზრდაში მსოფლიოში" - განაცხადა ნიკა მამუკელაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.