ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიების 2023 წლის რეიტინგი

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air, 2022 წლის მსგავსად, გასულ წელსაც მსოფლიოს ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად აღიარეს. ამის შესახებ ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს (Civil Aviation Authority-CAA) მონაცემებში წერია, რასაც The Independent ავრცელებს.
კერძოდ, 2023 წელს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ავიაკომპანიის რეისების შეფერხებამ, საშალოდ, 31:36 წთ შეადგინა.
CAA-მ თავის ანალიზში დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან იმ ავიაკომპანიების ყველა რეგულარული და ჩარტერული ფრენა გაითვალისწინა, რომლებმაც 2,500-ზე მეტი რეისი შეასრულეს. გაუქმებული ფრენები ანგარიშში არ შესულა.
ყველა შესწავლილი ფრენის დაგვიანების საშუალო დრო 20:42 წთ იყო, რაც 2022 წლის 23 წუთთან შედარებით ნაკლებია. ამდენად, გასული წლის განმავლობაში ავიარეისების დაგვიანებით შექმნილი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
დაბალბიუჯეტიანი საჰაერო მგზავრობის ბაზარზე Wizz Air-ის მთავარი კონკურენტი ევროპაში, ირლანდიური ავიაკომპანია, Ryanair ბევრად პუნქტუალური აღმოჩნდა და რეიტინგში მე-14 ადგილი დაიკავა. მისი დაგვიანების საშუალო დრო 19:54 წთ-ს შეადგენს.
2023 წლის ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიების მსოფლიო ტოპ 10-ეული ასეთია:
· Wizz Air (უნგრეთი) - რეისის დაგვიანების საშუალო დრო 31:36 წთ
· Turkish Airlines (თურქეთი) – 28:36 წთ
· Tui (დიდი ბრიტანეთი) – 28:24 წთ
· Air India (ინდოეთი) 28:12 წთ
· Pegasus Airlines (თურქეთი) 25:6 წთ
· Air Portugal (პორტუგალია) 23:48 წთ
· Vueling Airlines (ესპანეთი) 23:6 წთ
· Swiss Airlines (შვეიცარია) – 22:48 წთ
· Air Canada (კანადა) 22:6 წთ
· British Airways (დიდი ბრიტანეთი) 21:36 წთ
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.