ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ყვარლის ბაგა" განცხადებას ავრცელებს

"ყვარლის ბაგა" განცხადებას ავრცელებს

რძის უმსხვილესი მწარმოებელი "ყვარლის ბაგა" ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრლცებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ 2019 წელს "ჩირინასთან" თანამშრომლობა შეწყვიტეს, საქონლის კვების რაციონში კი ქათმის რაციონში აღარ გამოყენებულა.
მათივე განცხადებით, წუნდებული რძე არც ერთი კომპანიისთვის არ მიუწოდებიათ და ის გაანადგურეს.
"მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
„ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს „სანტეს“ (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, „ლაქტალისის“, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ „სოფლის ნობათი“ ,(კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, „პეპსიკოს“ შვილობილი), „აგროჰაბი“ (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და „რძის ლაბორატორია“ (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი).

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.