ყვარელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.
„პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ლევან გელაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა, გივი ზაუტაშვილი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ნიკა ზაუტაშვილი მისი ძმაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად “ილიაობის” დღესასწაულზე დაუპირისპირდნენ, რაც შემდგომ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება