ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყვარელში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ყვარელში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყვარელში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.