ყვარელში განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა ჩაირთვება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, 14:00 საათზე, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული სწავლების შესახებ, მოსახლეობას 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ.
სწავლების ფარგლებში, ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია.
სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მეხანძრე-მაშველები შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.