ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყარაჩაი-ჩერქეზეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი მოკლეს

რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, წუხელ უცნობი პირები თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან და მოქმედებაში მოიყვანეს ასაფეთქებელი ნივთიერება.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და დაშავდა ოთხი სამართალდამცველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გაანადგურეს თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობა და ვინაობა არ სახელდება.
"ადგილზე ნაპოვნია რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მუშაობს საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ,რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ მონაწილეობდნენ 22 აპრილს საპატრულო პოლიციის ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაში, რასაც 2 პოლიციელი ემსხვერპლა.
ტელეგრამის არხების თანახმად, ორშაბათს, 22 აპრილის ღამეს, ყარაჩაიში პოლიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა პოლიციას გასტაცეს სამსახურებრივი იარაღი, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და საბრძოლო მასალა.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.