ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია, ვის სურს, ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტაბილიზაციაში

ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია, ვის სურს, ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტაბილიზაციაში
ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია საქართველოს მშვიდობასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა არაფერში ენაღვლებათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მიმართ ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებზე. თალაკვაძის თქმით, ეს არის ყალბი აჟიოტაჟი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ომის პარტია.
„ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია და ვის სურს, რომ ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტრუქციაში, დესტაბილიზაციაში და აქედან, რაღაც პოლიტიკური შედეგი მიიღოს, უკანა კარით როგორმე შემოვიდეს პოლიტიკაში. ეს იგივე ხალხია, რომელიც ყველაფერზეა ხელის მომწერი, ოღონდ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ეს იგივე ხალხია, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. დღეს ჰყოფნით მორალი, გამოდიან და კიდევ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომლებმაც შევძელით ამ 12 წლის განმავლობაში მშვიდობის დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება, არსებითი პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და რაც მთავარია, დღეს საქართველო არის ყველაზე ახლოს იმ მომენტთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის შემდგომ, რომ რაც მთავარია, საზოგადოება პირველ რიგში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობა აღდგეს. გავერთიანდეთ და განვითარებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, შერიგებით და არავითარი სხვა ინტერპრეტაცია ამ განცხადებებს არ შეიძლება, ჰქონდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები.
„ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია საქართველოს მშვიდობასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა არაფერში ენაღვლებათ და არ უღირთ. მათი ერთადერთი მიზანია, ქვეყანა როგორმე შეიყვანონ დესტაბილიზაციაში, ქაოსში და აქედან ისარგებლონ პოლიტიკურად, როგორმე სცადონ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია