ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოიღეს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 7 წლამდე ვადით.
როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა – მხილების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!