არქივი25 დეკემბერი, 2024, 14:22
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, მათგან 2 ბავშვია

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, მათგან ორი ბავშვია – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.