ყაზახეთმა AZAL-ის თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები რუსეთსა და აზერბაიჯანს გადასცა

ყაზახეთმა “აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები რუსეთსა და აზერბაიჯანს გადასცა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ავიაკატასტროფის გამოძიების კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
„შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები გენერალური პროკურატურის ეგიდით მოქმედი საგამოძიებო ჯგუფის ხელშია. მათზე ყველა ექსპერტი მუშაობს. ახლა ამ ყუთების ასლები აქვს აზერბაიჯანულ და რუსულ მხარესაც. დასამალი არაფერი გვაქვს“, – აღნიშნა ბოზუმბაევმა.
შეგახსენებთ, “აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, Embraer 190-ი 25 დეკემბერს ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა. ყაზახეთმა შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. ბრაზილიის საჰაერო ძალების მონაცემები ამოიღეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…