ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთმა და რუსეთმა ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ყაზახეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რესპუბლიკის სამ რეგიონულ ცენტრში, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ABC.AZ ავრცელებს.
„ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის ქალაქ კოკშეტაუს, სემეისა და უსტ-კამენოგორსკში თბოელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა,“ - აღნიშნულია სტატიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.