ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთი ნავთობის მოპოვებას დღეში კიდევ 82 000 ბარელით შეამცირებს

ყაზახეთი გაახანგრძლივებს ნავთობის მოპოვების დამატებით ნებაყოფლობით შემცირებას დღეში 82 000 ბარელით 2024 წლის მეორე კვარტალში, როგორც OPEC+ შეთანხმების ნაწილი. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„ამგვარად, 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ყაზახეთში წარმოება იქნება 1,468 მილიონი ბარელი დღეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეს ნებაყოფლობითი შემცირება ემატება წარმოების ნებაყოფლობით შემცირებას 78 000 ბარელით დღეში, რომელიც მანამდე გამოაცხადა ყაზახეთმა 2023 წლის აპრილში და ეს ზომები 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.