ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს მისალოც წერილს უგზავნის

ყაზახეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს მისალოც წერილს უგზავნის

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების პერიოდში თქვენი მშვენიერი ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე პროგრესს კიდევ უფრო აყვავებული, ჰარმონიული და მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე.
ყაზახეთი უაღრესად აფასებს მტკიცე პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც ემყარება მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მყარ კავშირებს. მზად ვარ ერთობლივად გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ საქმიანობაში, ასევე უწყვეტ წინსვლასა და კეთილდღეობას საქართველოს მეგობარ ხალხს“, – ნათქვამია თოყაევის წერილში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.