ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ცოლის მკვლელობისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ასტანას სასამართლომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს, მეუღლის – სალტანატ ნუკენოვას წამებისა და მკვლელობისთვის, თავისუფლების 24 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნო წამებისა და უკიდურესი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით. ის სასჯელს მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის.
ყოფილი მინისტრი 2023 წლის 9 ნოემბერს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის მეუღლეს ფიზიკურად „გასტროცენტრში“ მდებარე რესტორანში გაუსწორდა. 11 ნოემბერს დააკავეს ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირი – „გასტროცენტრის“ დირექტორი ბახიტან ბაიჟანოვი, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათესავია. სასამართლომ მას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე