არქივი17 მაისი, 2024, 07:21
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ჩინეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "შანდონგ ტაიშანმა" "შენჟენს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ჩვენებურმა მიმდინარე ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე უკვე 4 ზუსტი დარტყმა მოდის.
ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატს ამ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით სამხრეთკორეული "ულსან ჰიუნდაიდან" მიაშურა.
მისი "შანდონგ ტაიშანი" 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ "შანხაი შენხუას" 6 ქულით ჩამორჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.