არქივი16 ივნისი 2025, 10:40
ყავის ბაზარზე ახალი გიგანტი ჩნდება – Lavazza შესაძლოა გერმანულ Dallmayr-თან გაერთიანდეს

იტალიური Lavazza გერმანულ ყავის ბრენდ Dallmayr-თან შერწყმას განიხილავს ნედლეულის ფასების ზრდის ფონზე, რაც მთელ ინდუსტრიაზე ზეწოლას ახდენს, იუწყება Corriere della Sera.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. Lavazza-მ უკვე დაიქირავა Goldman Sachs-ი პოტენციური გარიგების მხარდასაჭერად. შერწყმის შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება აირჩიონ აქციების გაცვლის მოდელი, რომლის მიხედვითაც იტალიური მხარე მოიპოვებს კონტროლს ახალ ბიზნესზე.
ვრცლად liga.net–ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.