ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში აღლუმს არ დაესწრება – ამბობენ პრესსამსახურში

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში აღლუმს არ დაესწრება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„არ შეესაბამება სიმართლეს“, – ამბობენ პრესსამსახურში და დასძენენ, რომ მოწვევაც არ მისვლიათ.
ყოველ წელს, 9 მაისს, რუსეთი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებას აღნიშნავს. კითხვა იმაზე, არის თუ არა წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, გამოცემა SOVA-მა დაუსვა. მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილის ყოფნა ზახაროვამ არც უარყო და არც დაადასტურა.
ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა მიწვევა მიიღო და ის ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა:
„ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს და რომ ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში ვუყურებდით ღალატის კომისიაში, სწორედ წითელ მოედანზე ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია